ახალი ამბები

მინი ჰესები სოფლებში – რა თანხას დახარჯავს ქარელის მერია 

ქარელის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში მინი ჰესების მოსაწყობად მერიამ გამარტივებული წესით ხელშეკრულება გაუფორმა შპს -ს “თრიალეთი 2019”, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარს გადაუხდის. 

სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, თითოეულ სოფელში ჰესის მოსაწყობად კი 10 000 ლარია გათვალისწინებული. 

მინი ჰესების, ანუ ელექტრო ენერგიის მიმღები მინი სადგურის მოწყობა დაგეგმილია ორ სოფელში: 

  • სოფელი ტყემლოვანა – 10 000 ლარი; 
  • სოფელი სათერძე – 10 000 ლარი. 

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები 20 დღეში, 30 ივლისის ჩათვლით უნდა დაასრულოს. საგარანტიო ვადად განსაზღვრულია 2 წელი.

აღნიშნულ სოფლებს ელექტრო ენერგია დღემდე მზის პანელების საშუალებით მიეწოდება, რაც არასაკმარისია. მინი ჰესების მოწყობა სოფლის კრებაზე ხმათა უმრავლესობით შეირჩა.

ინფორმაციისთვის, ტყემლოვანაში და სათერძეში ოფიციალურად რეგისტრირებული 5 მოსახლე ცხოვრობს. 

დატოვეთ კომენტარი