ახალი ამბები

ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სამწევრისში ბავშვებს ასწავლის 

ერთ-ერთი, ვინც გუშინ “პრაიდ ფესტივალის” ტერიტორია დაარბია, ქარელელი ჯარჯი ნონაშვილია. ის სამწევრისში მუშაობს და ბავშვებს ბრძოლის ხელოვნებას ასწავლის. 

“სამწევრისში მერიამ მოაწყო სპორტის დარბაზი, სადაც მუშაობს და ბავშვებს ასწავლის. როგორც ვიცით, მერიის ა(ა)იპ-ის, სასპორტო დაწესებულებების გაერთიანებას ეკუთვნის ეგ წრე და ისიც მაგ ა(ა)იპ-ის თანამშრომელია”, – უთხრეს “მოზაიკას”. 

მეორე დღეა, სოციალურ ქსელში ვრცელდება ონაშვილის ფოტო –  ტერიტორიის დარბევის შემდეგ, ის შამპანურს ხნის. ჯარჯი ნონაშვილი “ალტ ინფოს” წევრიცაა. 

მან გუშინდელი ძალადობრივი აქციიდან ფოტოები თავადაც გამოაქვეყნა. ფოტოების მიხედვით, ის თბილისში მოსწავლეებთან ერთად იყო წასული. 

შეგახსენებთ, რომ ჰომოფობიურმა და ანტიდასავლურმა ჯგუფებმა დახურული ღონისძიების ადგილზე შეჭრის შემდეგ, სცენა და სასცენო მოწყობილობები დაამტვრიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს. ინეტრენეტში ვრცელდება ფოტოები და ვიდეობი, რომლებზეც ჩანს, როგორ მოძრაობენ ტერიტორიაზე ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები ფესტივალის მონაწილეებისათვის განკუთვნილი ნივთებითა და გამაგრილებელი სასმელებით. ფესტივალი ჩაიშალა. აქტივისტების მცირე ჯგუფი პოლიციამ ტერიტორიიდან მიკროავტობუსით გაიყვანა.

დატოვეთ კომენტარი