სტატიები

ხელფასს მოსახლეობას ვახმართ – ქარელში “ოცნების” ფრაქციის თავჯდომარეს 5 მოადგილე ჰყავს

ქარელის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავჯდომარეს 5 მოადგილე ჰყავს. ამ ფაქტს საკრებულოს სხდომაზე კამათი მოჰყვა. 

“რა საჭიროა, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავჯდომარეს 5 მოადგილე რომ ჰყავს”, – იკითხა პარტიის “საქართველოსთვის” წევრმა ვასიკო ბაქრაძემ. 

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, 5 მოადგილის ყოლა თანხების არამიზნრობრივი ხარჯვაა და ამ პოსტზე ამ რაოდენობის ადამიანების მუშაობა საჭირო არაა. 

“რა დატვირთვა აქვთ ასეთი? არიან ყოვლად უფუნქციოები, ხელფასები კი სამსახურის უფროსებზე ნაკლები არ აქვთ” – აღნიშნა ვასიკო ბაქრაძემ.

მის კრიტიკას ფრაქციის თავმდჯომარის ერთ-ერთმა მოადგილემ უპასუხა. მამუკა კოკოზაშვილმა თქვა, რომ ისინი ბიუჯეტიდან მიღებულ ხელფასს ისევ მოსახლეობას ახმარენ. 

“ამ ხელფასებს ჩვენ ისევ მოსახლეობას ვახმართ”, – თქვა კოკოზაშვილმა. 

რა ფორმით ახმარენ ფრაქციის თავმდჯომარის მოადგილეები მიღებულ ხელფასებს მოსახლეობას, უცნობია. ამის მტკიცებულებები საკრებულოს სხდომაზე მათ არ წარმოუდგენიათ. 

თუმცა 2023 წელს მიღებული დადგენილებით, ცნობილია, რომ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმდჯომარის მოადგილეების ხელფასებზე ყოველთვიურად 9 680 ლარი იხარჯება. 

ზაზა დაბრუნდაშვილი, მამუკა კოკოზაშვილი, ზურაბ ახმედოვი, შოთა ბერუაშვილი და გელა ჭყოიძე ყოველთვიურად, ხელფასის სახით, ბიუჯეტიდან 1 936 ლარს იღებენ. 

რაც შეეხება ფრაციის “თავმდჯომარეს”, ყარამან როინაშვილის თვიური ანაზღაურება 2 420 ლარია. 

ჯამში ქარელის ბიუჯეტს ფრაქცია “ქართული ოცნების” შენახვა თვეში 12 100 ლარი უჯდება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი