ხაშურის ავტოსადგურიდან საგამოცდოდ დამატებითი ავტობუსები დაინიშნა, რომლებიც მხოლოდ აბიტურიენტებს მოემსახურებიან.
“3 ივლისიდან 26 ივლისამდე ყოველ დილით, 7-ის ნახევრიდან 7 საათამდე ხაშურელ აბიტურიენტებს მოგემსახურებათ მიკროვატობუსები ხაშურის ავტოსადგურიდან გორის საგამოცდო ცენტრის მიმართულებით”, – ინფორმაცია ამის შესახებ ზაზა მეხრიშვილმა გაავრცელა.
აღნიშნული დაადასტურეს ხაშურის მერიაშიც. როგორც ცნობილა, ავტობუსები აბიტურიენტებს ადგილზე დაელოდება და უკან წამოიყვანს.
“მოხდება აბიტურიენტების ჩაყვანა, დალოდება და უკან წამოყვანა პირველ და მეორე სესიებზე”, – წერია განცხადებაში.
დატოვეთ კომენტარი