ახალი ამბები

მდინარეში ნაპოვნი ცხედარი 22 წლის ბიჭს ეკუთვნის, რომელიც დინებამ გაიტაცა

22 წლის ბიჭი, რომელიც გუშინ მდინარე ლიახვში შევიდა და დინებამ გაიტაცა, გარდაცვლილი იპოვეს. 

მაშველებმა ნიკა ტურაშვილის ცხედარი სოფელ ხიდისთავთან, მდინარე მტკვარში იპოვეს. გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. 

ახალგაზრდის ძებნის სამუშაოები თითქმის ორი დღე გრძელდებოდა. საჭირო გახდა მყვინთავების ჩართვაც, თუმცა გუშინ მისი პოვნა ვერ შეძლეს. 

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად თედოწმინდასთან, მდინარე ლიახვში გასაგრილებლად შევიდა და დინებამ გაიტაცა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.