ახალი ამბები

მდინარე ლიახვში მამაკაცს ეძებენ 

თედოწმინდასთან, მდინარე ლიახვში 22 წლის მამაკაცს ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, მდინარეში ახალგაზრდა მამაკაცი თავად შევიდა და დინებამ წაიღო. 

ადგილობრივების თქმით, ბიჭი თედოწმინდელი არ არის.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.