ახალი ამბები

მოხისთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი წვიმის დროს იტბორება

მოხისთან, რკინიგზის ქვეშ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი წვიმის დროს იტბორება, რის გამოც, მოქალაქეები გვირაბით ვერ სარგებლობენ. 

ამ ფაქტს ადასტურებს მოხისის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელიც. ოთარ ელიაშვილი ამბობს, რომ პრობლემის მოგვარება მხოლოდ სანიაძრვრე არხის მოწყობით არის შესაძლებელი, თუმცა არხის მოწყობა ვერ ხერხდება, 

“აღნიშნული სამანქანო გვირაბი რკინიგზიის საკუთრებაა. იყვნენ მოსულები კიდეც რკინიგზიდან და ვერ მოხერხდა სანიაღვრეს გაკეთება, ადგილი ვერ მოიძებნა, ძალიან დაღმავებული ადგილია. წვიმის დროს წყალი გუბდება და მოსახლეობა ვერ სარგებლობს გასაავლელით, თუმცა სანიაღვრების მოწყობა ვერ ხერხდება”, – გვითხრა ელიაშვილმა. 

მსგავსი პრობლემა სხვა მიწისქვეშა გადასასვლელებშიც იქმნება. ერთ-ერთი ასეთია აგარასთან, ავტობანის ქვეშ გაკეთებული გადასასვლელიც. 

ამავე თემაზე: აგარელების თქმით, ავტობანზე ფეხით სიარული, მოუწესრიგებელი გვირაბის გამო უწევთ 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი