ახალი ამბები

გორის მერია საოფისე ავეჯს ანახლებს – 17 815 ლარს სავარძლებში გადაიხდის 

გორის მერია საოფისე ავეჯს ანახლებს.

უწყებამ, კონსოლიდირებული ტენდერის საფუძვლზე, ხელშეკრულება უკვე გაუფორმა შპს “სავარძელი პლიუსი”-ს, რომლისგანაც 70 ცალ საოფისე სავარძლეს შეიძენს.

თითოეული სავარძლის ღირებულება 254 ლარია. შესაბამისად, გორის მერიისგან კომპანია კამში 17 815 ლარს მიიღებს. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ სავარძლების მიწოდება 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს. 

ინფორმაციისთვის, შპს “სავარძელი პლიუსი” 2022 წლის იანვარში დაფუძნდა და კომპანიამ წელიწადნახევარში საბიუჯეტო დაწესებულებებისგან 3 000 000 ლარზე მეტი მიიღო.

დატოვეთ კომენტარი