ახალი ამბები

ხაშურის მერია ტაშისკრის ბრძოლის 414-ე წლისთავს ისტორიული წაბლის ქვეშ აღნიშნავს 

ხაშურის მერიას ტაშისკრის ბრძოლის 414-ე წლისთავს ისტორიული წაბლის ქვეშ აღნიშნავს.

როგორც მერია წერს, ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად საზეიმო კონცერტი გაიმართება, იქამდე კი 12:00 საათზე, ტაშისკრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლის აღავლენენ.

“ტაშისკრის ბრძოლის 414-ე წლისთავთან დაკავშირებით, 27 ივნისს, ტაშისკარში ისტორიული წაბლის ქვეშ, გაიმართება ამ ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავი ღონისძიებები. ამინდის გაუარესების შემთხვევაში კონცერტი ჩატარდება ქვიშხეთის კულტურის ცენტრში”, – წერს ხაშურის მერია. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.