დირბის სკოლის მანდატური RDYE პროექტის გამარჯვებული გახდა.
RDYE პროექტის მხარდაჭერით, ელენე საკუთარი თექის ახელოსნოს აღჭურვას შეძლებს.
“RDYE პროექტის მხარდაჭერით ელენე შეძლებს სახელოსნოს აღჭურვას ტექნიკა-დანადგარებით, საჭირო ინვეტარითა და ნედლეულით, რაც მას დაეხმარება უფრო მეტი შეკვეთა მიიღოს და ბევრად სწრაფად დაამზადოს ულამაზესი ნივთები”, – ვკითხულობთ RDYE-ის განცხადებაში.
ელენეს თექის სახელოსნო სოფელ დირბში აქვს მოწყობილი, სადაც მომხმარებელს სთავაზობს ქართული ორნამენტებით და ნატურალური ნედლეულით დამზადებულ ნივთებს.
ინფორმაციისთვის, პროექტი “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” (RDYE) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარებს . RDYE პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.