ახალი ამბები

რიკოთზე მეწყერით გამოწვეული შეზღუდული მოძრაობა აღდგენილია – გზების დეპარტამენტი 

რამდენიმე საათიანი გაწმენდითი სამუშაოების შედეგად რიკოთის უღელტეხილზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა დაწესებული სპეციალური რეჟიმის მიხედვით განხორციელდება.

“ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია”, – ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის მასამ მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია. 

დატოვეთ კომენტარი