ახალი ამბები

გორის N12 სკოლა მწვანე დროშით დაჯილდოვდა

გორის N12 საჯარო სკოლა მწვანე დროშით დაჯილდოვდა. 

სკოლამ ჯილდო პროექტის “ეკოსკოლები საქართველოს” ფარგლებში მიიღო. 

“აღსანიშნავია, რომ პირველები ვართ საქართველოს სკოლებს შორის. ჩვენი სკოლა მუდამ ზრუნავს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე. პროექტში ჩართული პედაგოგები  ეკოსკოლის, ეკოკომიტეტის აქტიური წევრები არიან და მრავალფეროვანი აქტივობებით გამოირჩეოდნენ”, – აღნიშნავს სკოლის ადმინისტრაცია. 

ინფორმაციისთვის, ეკოსკოლები პირველად 1994 წელს დანიაში, გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (Foundation for Environmental Education, FEE) მიერ შეიქმნა. UNESCO-სა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მხარდაჭერით ეკოსკოლის პროგრამა წარმოადგენს წამახალისებელ მექანიზმს, რომელიც დაკავშირებულია 2015-2030 წლების მდგრადი განვითარების მიზნებთან და აღიარებულია მთელ მსოფლიოში. პროგრამა მონაწილე სკოლებს სთავაზობს შესაძლებლობას, თავიანთი წვლილი შეიტანონ გარემოს გაჯანსაღების საქმეში და აღზარდონ თაობები გარემოსდაცვითი მოქალაქეობრივი სულისკვეთებით, ჩაერთონ გაცვლით პროცესებში და ეკოსკოლების ეროვნული და საერთაშორისო ქსელის საშუალებით გააზიარონ თავიანთი გამოცდილება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები