ახალი ამბები

ანი ბალიაშვილმა საქართველოს ფოსტას სასამართლო დავა მეორე ინსტანციაშიც მოუგო 

2023 წლის 20 ივნისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შპს „საქართველოს ფოსტის“ სააპელაციო საჩივარი.

ძალაში დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ანი ბალიაშვილის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება და შპს „საქართველოს ფოსტას“ დაეკისრა კომპენსაციის (მათ შორის განაცდურის) გადახდა უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის სასარგებლოდ. 

““საქართველოს ფოსტა” სასამართლო დავაში მეორე ინსტანციაც მოგებულია! მოსამართლე ოთარ სიჭინავამ ძალაში დატოვა ხაშურის სასამართლოს გადაწყვეტილება,ანუ უკანონოდ სცნო ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება და კომპანიას შესაბამისი კომპენსაცია დააკისრა. ყველა დასაქმებულს, დისკრიმინაციის ყველა მსხვერპლს და ხელისუფლებისგან დევნილ ყველა ადამიანს ჩემი გამოცდილებიდან ვეუბნები: – ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! დამსაქმებლებს კი შევახსენებ, სანამ ქარელის მერის მსგავსი არარაობების დავალებების შესრულებას დაიწყებთ, დაფიქრდით, ძვირი არ დაგიჯდეთ”, – წერს ანი ბალიაშვილი. 

მის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ლექსო მერებაშვილი იცავდა. 

შეგახსენებთ, რომ ანი ბალიაშვილი საქართველოს ფოსტამ სამსახურიდან 2020 წელს გაათავისუფლა, ბალიაშვილი ამბობდა, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ბალიაშვილი  ქარელის სერვისცენტრის მენეჯერის პოზიციას იკავებდა. 

დატოვეთ კომენტარი