გორთან ზურა “გირჩი” ჯაფარიძეს თავს უცნობი პირი დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ანა ყურელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“ბანაკში მივდიოდით, გავჩერდით გორის სმარტთან, გოგოები შევედით მაღაზიაში და ამ დროს, მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში”, – წერს ანა ყურაშვილი.
როგორც იგი ამბობს, უცნობმა მამაკაცმა ჯაფარიძე პატრიარქის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და დაზიანება მიაყენა.
დატოვეთ კომენტარი