ახალი ამბები

ხაშურის მერია მოქალაქეებს ატყობინებს, რომ გზების მოპირკეთებას ამინდი აფერხებს

ხაშურის მერია განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს ბოდიშს უხდის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გაჭიანურების გამო. 

უწყებაში განმარტავენ, რომ მერიამ არაერთი შეტყობინება მიიღო როგორც ქალაქ ხაშურში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების (იგულისხმება გრუნტიანი გზები) არასახარბიელო მდგომარეობის შესახებ.

“მუნიციპალიტეტის მერია სრულად ინფორმირებულია გზებზე არსებული პრობლემების თაობაზე და სრულ რეაბილიტაციამდე შესაბამისი ღონისძიებების გატარებასაც (გრეიდერით მოსწორება/მოშანდაკება და ა.შ.) გეგმავს, თუმცა, სამუშაოების დაწყება ფერხდება კლიმატური პირობების გამო. გამუდმებული წვიმები და მომატებული ტენიანობა ხელს უშლის გრუნტზე სამუშაოების წარმოებას და ეს გარემოება გახლავთ სამუშაოების გადავადების ძირითადი ფაქტორი. მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას  შექმნილი უხერხულობისთვის. გზების მოწესრიგება დაიწყება ამინდის გაუმჯობესებისთანავე”, – ნათქვამია განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.