“ხაშურსერვისი” ორმა მუშამ დატოვა. როგორც ა(ა)იპ-ში ამბობენ, სასწრაფოდ ახალი თანამშრომლები სჭირდებათ, რომელთა ანაზღაურებაც 500 ლარი იქნება.
“ამ ეტაპზე 2 მუშამ დატოვა სამსახური და ახლების დამატება მაგიტომ გახდა საჭირო. სასწრაფოდ გვესაჭიროება მუშები, სპეც მანქანების გაჩერება ისეთი საქმეა, რომ არ შეიძლება”, – გვითხრა ა(ა)იპ-ის წარმომადგენელმა.
უწყების ცნობით, ახალ კადრებს მუშაობა 5-6 საათიანი გრაფიკით მოუწევთ.
“მათი მოვალეობა იქნება სპეც. მანქანაზე მუშაობა, ურნების დაცლა და დასუფთავება. 5-6 საათიანი გრაფიკით მოუწევთ მუშაობა და ანაზღაურება 500 ლარი იქნება”.
დატოვეთ კომენტარი