ახალი ამბები

2 წელში შიდა ქართლის მიუსაფარი ცხოველების სააგენტოში 3497 ცხოველი შეიყვანეს

შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში ორ წელში 3 497 ცხოველი შეიყვანეს. ამ მონაცემებს თავად სააგენტო ავრცელებს. 

“2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით სააგენტოში სულ 3 497 ცხოველია შემოყვანილი”, – განმარტავენ უწყებაში. 

როგორც მონაცემებიდან ჩანს, სააგენტოში შინაური ცხოველები რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან მიჰყავთ და ორი წლის მონაცემები ასეთია: 

  • გორიდან – 1830;
  • ხაშურიდან – 740;
  • ქარელიდან – 448 ;
  • კასპიდან – 475.

სააგენტოს ცნობითვე, საანგარიშო პერიოდში კასტრაცია-სტერილიზაცია  2672 ცხოველს ჩაუტარდა: 

  • გორიდან – 1 611;
  • ხაშურიდან – 583;
  • ქარელიდან – 339;
  • კასპიდან – 375;

“ხოლო 325 ცხოველს  ჩაუტარდა სხვადასხვა სახის სამედიცინო მანიპულაციები, ამპუტაცია, ტვავმების დამუშავება”, – განმარტავს სააგენტო. 

დატოვეთ კომენტარი