ახალი ამბები

ხაშურის N4 სკოლის პროექტი ადმინისტრაციასთან შეთანხმდა – დირექტორი

ხაშურის N4 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დაიწყება, – ამის შესახებ ინფორმაცია სკოლის დირექტორმა ნანა გაგნიძემ გაავრცელა.

“დღეს გვეწვია არქიტექტორთა ჯგუფი ნუგზარ კაციტაძის ხელმძღვანელობით, რომელიც მუშაობს ჩვენი სკოლის პროექტზე. მოხდა პროექტის შეთანხმება სკოლის ადმინისტრაციასთან. ფოტოებზე წარმოდგენილია ჩვენი ახალი სკოლის თითქმის საბოლოო პროექტი, სადაც გათვალისწინებულია ყველაფერი, რაც სასწავლო პროცესისთვის იქნება საჭირო. შენობა ითვალისწინებს ძირითადად 2 სართულ,ს ხოლო ერთი ნაწილი (ცენტრში) იქნება სამსართულიანი, სადაც განლაგდება ბიბლიოთეკა და სააქტო დარბაზი. სკოლას ექნება ასევე ღია სპორტული მოედანი და მასთან დაკავშირებული სპორტდარბაზიც. სკოლა შენდება თანამედროვე სტანდარტებით. ორივე მხარე შეთანხმდა მშენებლობა დაიწყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში”, – წერს ნანა გაგნიძე და შენობის პროექტის ფოტოს აქვეყნებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი