ახალი ამბები

ხაშურის მუზეუმების ა(ა)იპ-ის უფროსი წუხს, რომ ხელისუფლება მათზე გულისამაჩუყებლად არ საუბრობს 

ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების უფროსი წუხს, რომ ხელისუფლება მისი ა(ა)იპ-ის თანამშრომლებზე გულისამაჩუყებლად არ საუბრობს. 

თამაზ ლაცაიძემ საკუთარი წუხილი მას შემდეგ გამოთქვა, რაც ხაშურის საკრებულოს თავმდჯომარემ აპარატის თანამშრომლებისთვის ხელფასის მატება, მათი ერთგულებით და საქმის სიყვარულით ახსნა. 

“კულტურის დარგის წარმომადგენლები ათეულ წლებს ითვლიან, რაც ერთგულად ემსახურებიან თავიანთ საქმეს. ნეტავ ვინმე გამოჩნდებოდეს, ვინც მათზე ასეთ გულისამაჩუყებელ სიტყვებს იტყვის, ბედი არ გინდა?!”, – დაწერა სოციალურ ქსელში თამაზ ლაცაბიძემ, ნინო ლიპარტელიანის განცხადების პასუხად. 

ამავე თემაზე: “მათ ეს დაიმსახურეს” – ხაშურის საკრებულომ აპარატის თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა

ინფორმაციისთვის, ხელფასების მატებას ხაშურის მერიის ა(ა)იპ-ების თანამშრომლებიც ითხოვენ. 

დატოვეთ კომენტარი