ახალი ამბები

რუსეთის “კეთილი ნება” იყო, 2008-ში თბილისში რომ არ ჩამოვიდა – გორის საკრებულოს თავმჯდომარე

რუსეთის “კეთილი ნება” იყო, რომ არ შემოვიდნენ. 5 ქვეყნის პრეზიდენტები რომ არ ჩამოსულიყვნენ, ჩემი აზრით, მაინც ეგრე იქნებოდა, – თქვა გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ. 

მისი თქმით, პრეზიდენტების მაშინდელი ჩამოსვლა საქართველოსთვის უშედეგო და უსარგებლო აღმოჩანდა. 

” რა გააკეთა იმ 5-მა პრეზიდენტმა, რაც ჩაიწერა გაკეთდა რამე? შესრულდა? დააბრუნეს ის მიწები? ის შეშფოთება და ის რეზოლუციები, რომელიც მიღებულია, რა მივიღეთ, არაფერი, პირიქით აგერ მცოცავი ოკუპაციაა”, – განაცხადა რაზმაძემ.

მისი თქმით, 2008 წელს საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო დარჩა, ახლა კი ქვეყნის მდგომარეობას, ის ასე აღწერს: 

“ფაფაზე პირდამწვარიო, დოს სულს უბერავდაო. აი ესა საქართველოს საქმე, 2008 წელს ჩვენ ფაქტობრივად მარტო დავრჩით”, – ამბობს გორის საკრებულოს თავმჯდომარე. 

დატოვეთ კომენტარი