ფეინთბოლის ადგილობრივ ჩემპიონატში გორის მერიის გუნდმა გაიმარჯვა, რომელიც ახლა უკვე მონაწილეობას ფეინთბოლის საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს.
გორის მერიის ცნობით, ფეინთბოლის ადგილობრივ ჩემპიონატს გორმა უკვე მეორედ უმასპინძლა და ის გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის თანადაფინანსებით ჩატარდა.
“ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. შეჯიბრებაში გორის მუნიციპალიტეტის მერიის, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გუნდები მონაწილეობდნენ. ტურნირში აქტიურად ჩაერთვნენ ახალგაზრდები”, – წერს გორის მერია.
პროექტი მიზნად ისახავს ფეინთბოლის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდებისა და საჯარო მოხელეების კიდევ უფრო მეტად დაახლოებას.