ახალი ამბები

ლაშა ხმალაძემ გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტო დატოვა 

ლაშა ხმალაძემ გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს უფროსის თანამდებობა დატოვა, – ეს ინფორმაცია “მოზაიკას” მან თავად დაუდასტურა. 

მისი თქმით, სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო. 

“პირველი ივნისის შემდეგ, მე აღარ ვარ ხელმძღვანელი. ჩემი სურვილით დავტოვე თანამდებობა. პირადი მიზეზების გამო”, – უთხრა “მოზაიკას” ხმალაძეს. 

ლაშა ხმალაძემ ამ სააგენტოში წლები იმუშავა. ის ჯერ დირექტორის მოადგილე, 2019 წლიდან კი მისი დირექტორი იყო. 

ხელმძღვანელის ცვლილების პარალელურად, აღნიშნული მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ფუნქციებიც შეიცვალა. კერძოდ, ის გორის განვითარების სააგენტოდ გარდაიქმნა და ამჟამად, მისი ხელმძღვანელის მოვალეობას თამაზ მაყაშვილი ასრულებს. 

ამავე თემაზე: “როგორ მოხდა ჩემი შერჩევა, მერს უნდა კითხოთ” – მაყაშვილი სააგენტოს უფროსად საკუთარ დანიშვნაზე 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.