ახალი ამბები

გორის მერია ქალაქში საგზაო ნიშნებს და ქვეითთა გადასასვლელებს დაამატებს – დეტალები 

გორის მერია ქალაქში საგზაო ნიშნების და ქვეითთა გადასასვლელების დამატებას აპირებსს. ამ საკითხზე დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს განკარგულებებს, რომელთა მიხედვითაც:

  • ტყვიავისა და ყიფიანის ქუჩების კვეთაზე ბოძკინტებით მოეწყობა წრე, ქვეითთა გადასასვლელებისთვის გამოიყოფა ადგილები და განთავსდება შემდეგი საგზაო ნიშნები: 5.19.1, 5.19.2. „ქვეითთა გადასასვლელი“; 2.1. „მთავარი გზა“; 2.3. „დაუთმე გზა“. 

  • სტალინის გამზირი №10-ის მიმდებარედ ქვეითთა გადასასვლელისთვის გამოიყოფა ადგილი და განთავსდება საგზაო ნიშნები – 5.19.1, 5.19.2. „ქვეითთა გადასასვლელი“.

  • კომბინატის დასახლებაში, მშვიდობის გამზირზე, კომბინატის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე (საპატრულო პოლიციის შენობის წინ) ქვეითთა გადასასვლელისთვის გამოიყოფა ადგილი და განთავსდება საგზაო ნიშნები – 5.19.1, 5.19.2. „ქვეითთა გადასასვლელი“.

  • წმინდაწყლის დასახლებაში, გვერწითელის ქუჩის მონაკვეთზე, რომელიც აერთებს ცხინვალის გზატკეცილს ყიფიანის ქუჩასთან,  ცხინვალის გზატკეცილიდან აიკრძალება გვერწითელის ქუჩაზე შესვლა და დამონტაჟდება ამკრძალავი საგზაო ნიშანი 3.18.2 ,,მარცხნივ მოხვევა აკრძალულია;

  • ცხინვალის გზატკეცილისა და გვერწითელის ქუჩის კვეთის მიმდებარედ (ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულება) დამონტაჯება საგზაო ნიშნები 2.1-„მთავარი გზა“ და 4.1.4-„მოძრაობა პირდაპირ და მარჯვნივ“, ხოლო გვერწითელის ქუჩაზე (ცხინვალის გზატკეცილის კვეთის მიმდებარედ) განთავსდება საგზაო ნიშნები 2.4 „მოძრაობა გაუჩერებლივ აკრძალულია“ და 3.18.2 ,,მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.