ახალი ამბები

გორის თეატრში  სპექტაკლის “მზე ისევ ამოვა” პრემიერაა 

გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში დღეს კიდევ ერთი პრემიერა გიმართება.

გორის თეატრის სცენაზე დაიდგა მე-19 საუკუნეში მოღვაწე ასევე, გორელი დრამატურგის ზურაბ ანტონოვის პიესების მიხედვით შექმნილი წარმოდგენა „მზე ისევ ამოვა“. 

სპექტაკლი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის -„სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა დრამის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტის გიორგი თენაძის მიერ.

სპექტაკლი დამწყები რეჟისორის საკურსო ნამუშევარია. მაყურებელს ერისთავის თეტრში საპრემიერო ჩვენებაზე, დღეს საღამოს, 19:00 საათზე ელოდებიან.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.