ახალი ამბები

ბებნისის სკოლის მასწავლებელი “დედა ენის ქურუმის” წოდებით დააჯილდოვეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლის მასწავლებელი “დედა ენის ქურუმის” წოდებით დააჯილდოვეს. 

ნუნუ მახარაშვილი ბავშვებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის და ეს ჯილდოც, სწორედ ქართულ ენის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადასცეს. 

“ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგი ნუნუ მახარაშვილი ქართული ენის განვითარებისთვის გაწეული შრომისთვის, შოთა რუსთაველის სახელობის პოეტთა, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა კავშირის “პოეტები საქართველოსი” პრეზიდენტმა მანანა სამყურაშვილმა “დედაენის ქურუმის” წოდებით დააჯილდოვა”, – წერს სკოლის ადმინისტრაცია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი