ახალი ამბები

შიდა ქართლში 24 საბავშვო ბაღის აშენება და 3 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია იგეგმება

2023 წელს შიდა ქართლის რეგიონში დაგეგმილია 24 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ასევე, იგეგმება 3 საბავშო ბაღის სრული რეაბილიტაცია, – ინფორმაციას ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნა ავრცელებს. 

მიმდინარე წელს შიდა ქართლის რეგიონში შემდეგი საბავშო ბაღები აშენდება:

გორის მუნიციპალიტეტში

  • სოფელ ვარიანის საბავშვო ბაღი;
  • სოფელ შავშვების საბავშვო ბაღი;
  • სოფელ ფლავის საბავშვო ბაღი;
  • სოფელ ზერტის საბავშვო ბაღი;

კასპის მუნიციპალიტეტში

  • სოფელ ფერმის საბავშვო ბაღი;
  • სოფელ ოკამის საბავშვო ბაღი;
  • სოფელ ლამისყანის საბავში ბაღი;
  • სოფელ მეტეხის საბავშვო ბაღი;
  • სოფელ ახალციხის საბავშვო ბაღი;
  • სოფელ ქვემო გომის საბავშვო ბაღი;
  • სოფელ თვალადის საბავშვო ბაღი;
  • სოფელ ახალქალაქის №1 საბავშვო ბაღი.

ქარელის მუნიციპალიტეტში

  • ქ. ქარელის საბავშვო ბაღი
  • სოფელ ქვემო ხვედურეთის საბავშვო ბაღი;
  • სოფელ მოხისის საბავშვო ბაღი;
  • სოფელ რუისის №1 საბავშო ბაღი;
  • სოფელ ურბნისის საბავშვო ბაღი;
  • სოფელ აბანოს საბავშვო ბაღი;
  • სოფელ ქვენატკოცის საბავშვო ბაღი;
  • სოფელ ბრეთის საბავშვო ბაღი;
  • სოფელ წვერის საბავშვო ბაღი;
  • სოფელ დვანის საბავშვო ბაღი;

ხაშურის მუნიციპალიტეტში

  • სოფელ ცხრამუხას საბავშვო ბაღი;
  • დაბა სურამის საბავშვო ბაღი.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

უწყების ცნობით, 2021-2022 წლებში შიდა ქართლში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, ხოლო 8 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

დატოვეთ კომენტარი