ახალი ამბები

ქარელელი სტილისტები მოხუცთა თავშესაფრის ბინადრებს უფასოდ მოემსახურნენ

ქარელის მოხუცთა თავშესაფარის “სალბუნის” ბინადრებს, ქარელელი სტილისტები უფასოდ მოემსახურნენ, ისინი მათ თავშესაფარში ესტუმრენ.

ინიციატივის ავტორი მარი ხარატიშვილია, მის ინიციატივას ქარელში სხვა სალონების სტილისტებიც შეურთდნენ. 

“საოცარი ენერგია მივიღეთ, მათი გაბრწყინებული გახარებული სახეები უზომოდ დიდ ბედნიერებას გვანიჭებდა”, – ამბობს ესმა კაცაძე.

ისინი მსგავსი აქციის გამართვას მომავალშიც გეგმავენ.

დატოვეთ კომენტარი