ახალი ამბები

ერთ-ერთი დაშავებული, რომელსაც მეჯვრისხევში მანქანა დაეჯახა, თბილისში გადაიყვანეს 

ერთ-ერთი დაშავებული, რომელსაც მეჯვრისხევში მანქანა დაეჯახა სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს.

ის ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ “გორმედში” მიიყვანეს, თუმცა კლინიკიდან რეანომობილით რეფერალურ საავადმყოფოში წაიყვანეს. 

“ორი დაშავებული შემოვიდა კლინიკაში, ერთი მათგანი სტაციონალური მკურნალობის შემდეგ მალევე გაეწერა ბინაზე. ხოლო, მეორე დაშავებული ყბა – სახის ძვლის მოტეხილობით თბილისში გადაიყვანეს”, – გვითხრეს კლინიკაში. 

ინფორმაციისთვის, მეჯვრისხევში მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ მოტოციკლს შეეჯახა, რომელზეც ორი ახალგაზრდა ბიჭი იჯდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი მანქანას ნასვამი მართავდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.