ახალი ამბები

ცხოველთა მართვის სააგენტო შიდა ქართლის გარდა, ბორჯომსაც ემსახურება 

შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტო ბორჯომის მუნიცპალიტეტსაც ემსახურება. ამის შესახებ “მოზაიკასთან” სააგენტოს ხელმძღვანელმა ისაუბრა. 

ბაქარ გიუნაშვილის თქმით, ბორჯომის მერიასთან გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სააგენტო ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიუსაფარი ძაღლების სტერლიზაცია-კასტრაციას უზრუნველყოფს. 

“ბორჯომის მუნიციპალიტეტსაც ჩვენ ვემსახურებით, ხელშეკრულება გაგვიფორმეს, ტენდერი მოვიგეთ. ჩამოყავთ ჩვენთან და ვუკეთებთ კასტრაცია-სტერლიზაციას, ცოფზე ვაქცინაციას, მწვანე “ბირკებს” ვურტყავთ და შემდეგ თვითონ მიჰყავთ ბორჯომის მუნიციპალიტეტში და აბრუნებენ იმ ტერიტორიაზე, საიდანაც წამოიყვანეს”, – ამბობს ის. 

ინფორმაციისთვის, ბორჯომის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სააგენტომ ხელშეკრულება გაუფრომა შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს 180 მიუსაფარი ძაღლის სტერლიზიის, კასტრაციისა და “დაბირკვის” მომსახურებისთვის, რაშიც 18 000 ლარს გადაუხდის. 

დატოვეთ კომენტარი