ახალი ამბები

“გორმედი” ვიდეოს, სადაც რეგისტრატურაში არსებული ვითარება ჩანს, პროვოკაციას უწოდებს 

“ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია” ,-  ასე ეხმაურება “გორმედი” გავრცელებულ ვიდეოს, სადაც კლინიკის რეგისტრატურაში არსებული ვითარება ჩანს. 

ვიდეოში ჩანს, რომ რეგისტრაციის გავლას კლინიკის ფოეში უამრავი ადამიანი ელოდება, რეგისტრატურაში კი მხოლოდ, ერთი თანამშრომელი მუშაობს. 

კლინიკის განცხადებით, ვიდეო გამიზნული პროვოკაციაა და “გორმედის” დისკრეტიტაციას ემსახურება. 

“გორმედის რეგისტრატურაში მომხდარ პროვოკაციასთან დაკავშირებით გვინდა გამოვეხმაუროთ საზოგადოებას. როგორც ფოტო მასალაში ხედავთ კლინიკაში ფუნქციონირებს ყველა პანდუსი გამართულად! პოლიკლინიკური განყოფილების რეგისტრატურაში მუშაობს 5 რეგისტრატორი, აქედან 4 განთავსებულია პირველ სართულზე, ხოლო 1 მეორე სართულზე (ნაკადების შემცირების მიზნით). მიმღები და გადაუდებელი განყოფილების რეგისტრატურას ემსახურება 2 რეგისტრატორი, ხოლო სამეანო-გინეკოლოგიურ დეპარტამენტს 2 რეგისტრატორი. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს იმას, რომ აღნიშნული ფაქტი სხვა არაფერია თუ არა პროვოკაცია, ადამიანი რომელიც არის ამ პროვოკაციის ავტორი, მოითხოვდა ურიგოდ მომსახურებას, რაზეც მიიღო სასტიკი უარი, ამ ფაქტს ადგილზე სხვა მოქალაქეების განაწყენებაც მოჰყვა, რადგან ის ძალიან თავხედურად და დაჟინებით მოითხოვდა ურიგო მომსახურებას! ძალიან ვწუხვართ აღნიშნული ფაქტის გამო, ეს არაფერია თუ არა უსირცხვილო საქციელი და უარგუმენტო პროვოკაციის მასალა. მედიებმა არაობიექტური ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებას, რაც პირპაპირ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ კლინიკის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და საზოგადოების თვალში მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური აზრის წარმოჩენის მცდელობაა!”, – ნათქვამია განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.