ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, უნებართვო არქიტექტორულ-სამშენებლო საქმიანობის გამო, 2022 წელს 7 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
როგორც ლადო გოდელაძე ამბობს, უნებართვო მშენებლობები რუისში, ქვენატკოხაში, აგარაში, ქვემო ხვედურეთში, ბრეთის მეურნეობაში, კეხიჯვარსა და ქარელის ერთ-ერთ ქუჩაზე აღმოაჩინეს.
- რუისში მოქალაქე დაჯარიმდა 1000 ლარით,
- ქვენატკოცაში მოქალაქე დაჯარიმდა 1000 ლარით,
- კეხიჯვარში მოქალაქე დაჯარიმდა 200 ლარით,
- ქვემო ხვედურეთში მოქალაქე დაჯარიმდა 2000 ლარით;
- აგარაში მოქალაქე დაჯარიმდა 1000 ლარით;
- ბრეთის მეურნეობაში მოქალაქე დაჯარიმდა 1000 ლარით;
- ქარელში, ახალგაზრდობის ქუჩაზე მოქალაქე დაჯარიმდა 500 ლარით,
“ერთი ფიზიკური პირის მიმართ, ბრეთში შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება, რადგან განხორციელდა შენობის დემონტაჟი. ჯარიმების ოდენობამ ჯამში 6 200 ლარი შეადგინა”, – აღნიშნა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა.
დატოვეთ კომენტარი