ახალი ამბები

კასპში ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს – ფოტოები

კასპში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.

კასპის მერიის ცნობით, კულტურის ცენტრის მიმდებარედ მოწყობილია ატრაქციონები, ბავშვების განწყობაზე კი მოწვეული ზღაპრის გმირები ზრუნავენ.

“კონცერტში მონაწილეობას იღებენ მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, საჯარო და სახელოვნებო სკოლების მოსწავლეები. ასევე მიმდინარეობს ფეინთბოლი – ექსტრემალური, ტექნიკურ-სპორტული თამაშები”, – წერს მერია და ადგილიდან ფოტოებს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, საღამოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებისთვის კონცერტს გამართავს. კასპის კულტურის ცენტრთან არსებული ბენდი და მუსიკალური ჯგუფი – გიორგი ცხადაძე და ბენდი 4+2.

დატოვეთ კომენტარი