ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, კასპში ღონისძიებები 13:00 საათიდან დაიწყება. ამ დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ანონსი კასპის მერიამ გაავრცელა.
უწყების ცნობით, შემეცნებით-გასართობი აქტივობები ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრის მიმდებარედ ჩატარდება და 22:00 საათამდე გაგრძელდება.
- 13:00 – ღონისძიების გახსნა და წამყვანის მისალმება;
- 13:10 – კასპის სახელოვნებო სკოლის საკონცერტო ნომრები;
- 13:40 – ქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღსაზრდელების გამოსვლა;
- 13:50 – მაკო კელაპტრიშვილი – სიმღერა;
- 14:00 – კულტურის ცენტრთან არსებული სამეჯლისო ცეკვები „მზის სხივი“;
- 16:00 – ფეინთბოლი – ექსტრემალური, ტექნიკურ-სპორტული თამაშებით;
- 19:00 – კასპის კულტურის ცენტრთან არსებული ბენდი;
- 20:00 – მუსიკალური ბენდი – გიორგი ცხადაძე და ბენდი 4+2;
- 21:00 – დიჯეი.
დატოვეთ კომენტარი