ახალი ამბები

ქარელის მერიის თანამშრომლები სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში გადამზადდებიან 

ქარელის მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა შპს -ს “ნექსია თიეი აკადემია”, რომელიც მერიის 5 თანამშრომლისთვის სატრენინგო კურსს ჩაატარებს. უწყებამ აღნიშნულ კომპანიას 2400 ლარი გადაუხადა. 

ქარელის მერიის თანამშრომლები, ნათია მაწონაძე, ირმა ბაბერციანი, ტრისტან მელაძე, რუსუდან ქვრივიშვილი და მარიამ ნახუცრიშვილი გაივლიან სატრენინგო კურსს: “სახელმწიფო შესყიდვების აქტუალური საკითხები”

ხელშეკრულების მიხედვით, სატრენინგო კურსის ვადა განისაზღვრება ხელმოწერიდან 30 ივნისის ჩათვლით. 

დატოვეთ კომენტარი