შარშან სლოგანი იყო ” გზა ევროპისკენ”, წელსაა – “თავისუფლება” – ამბობს გორის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი რამაზ შიოშვილი.
“ყოველ წელს არის სხვადასხვა სლოგანი. წელს არის სლოგანი თავისუფლება. გასულ წელს თუ იყო ევროკავშორის ჰიმნი, იმიტომ იყო რომ სლოგანი მაშინ იყო “გზა ევროპისკენ”. იმაში, რომ წელს ჰიმნი არ არის ჩასმული 26 მაისის ღონისძიებებში, მე პირადად, პრობლემას ვერ ვხედავ”, – აცხადებს შიოშვილი.
ინფორმაციისთვის, წინა წლისგან განსხვავებით, ამ დროისთვის გორის ადმინისტრაციულ შენობაზე წელს ევროკავშირის დროშა აღარ გადმოფინეს. ევროკავშირის დროშებს ვერც ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ვხედავთ და როგორც, მერიის 26 მაისის პროგრამიდან ვიგებთ, წელს აღარც ევროკავშირის ჰიმნი შესრულდება.
დატოვეთ კომენტარი