ახალი ამბები

“გორი მოლი” წლის ბოლოს გაიხსნება

“გორი მოლი” იხსნება. პროექტი „ვისოლ ჯგუფის” შვილობილ კომპანიას „მპ დეველოპმენტი“ ეკუთვნის. BM.GE-ის ინფორმაციით, პირველ მომხმარებელს მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი წლის ბოლოს უმასპინძლებს. 

„გორი მოლი“  ცხინვალის გზატკეცილისა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩის კვეთაზე მდებარეობს. 

როგორც „მპ დეველოპმენტის” გაყიდვების ხელმძღვანელი, მარიამ კობალაძე აღნიშნავს, ამ დროისათვის სავაჭრო ცენტრის 68% უკვე გაქირავებულია.

ცნობილია, რომ სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება: ჰიპერმარკეტი კარფური, ჯიპისი, ეველაინი, მინისო, მანამო, ოპტიმისტი, ზუმერი, ვაიკიკი, უნო შუზი, დანკინ დონატსი, გასართობი ცენტრი ქრეიზი ჰოლი და სხვები.

“ორსართულიან, 15.000 მ2-ზე გაშლილ სავაჭრო ცენტრში მომხმარებელს შოპინგისათვის სასიამოვნო გარემო, საკვები ობიექტები და გასართობი სივრცე დახვდება. გორი მოლის სტუმრებს 150 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე ზონა მოემსახურება”, – ვკითხულობთ BM.GE-ის მასალაში. 


დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.