ახალი ამბები

ხაშურის N2 სკოლის მასწავლებლები საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრებიან

ხაშურის #2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლები საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრებიან. 

ანი ტეფნაძე ესპანეთის ქალაქ ალკალა-დე-ენარესს ეწვევა და სემინარს “Creating bonds through innovation” დაესწრება.

ქეთევან გოგალაძე კი საფრანგეთში, ქალაქ ლიონში გაემგზავრება და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით, სენინარში “How to plan a first eTwinning project?” მიიღებს მონაწილეობას. 

სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქეთევან გოგალაძემ და ანი ტეფნაძემ მონაწილეობა მიიღეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის,პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში და კონფერენციის მონაწილეებად შეირჩნენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი