ახალი ამბები

ხაშურში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა 

ხაშურში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. 

ცეცხლი რუსთაველის ქუჩაზე მდებარე, ახლადაშენებული კორპუსის პირველ სართულზე გავრცელდა. 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. 

ფოტო: ხაშური ჩემი ქალაქია
დატოვეთ კომენტარი
ტეგები