ახალი ამბები

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები 140 მოსწავლე მედიაწიგნიერებაში გადაამზადეს

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები 140 მოსწავლე მედიაწიგნიერებაში გადაამზადეს. 

“ნამდვილი თუ მოგონილი?!” – ასე ერქვა სემინარს, რომელსაც კომუნუკაციების კომისია ატარებდა.  როგორც კომისია ამბობს, შეხვედრების ფარგლებში, მოზარდებმა მედიაში გავრცელებული ყალბი ამბების ამოცნობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

“სემინარებს ComCom-ის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ და IX, X და XI კლასის მოსწავლეებთან ერთად, ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებაზე, დეზინფორმაციის ამოცნობის ხერხებსა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე მსჯელობდნენ”, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი