ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია პერსონალური ინფორმაციის გაცემისთვის დააჯარიმეს.
“მოზაიკას” ინფორმაციით, პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურმა უწყებას 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
“ხაშურის იურიდიული სამსახურის უფროსმა, დავით ღვალაძემ კონსულტაცია გაუწია მის დაქვემდებარებაში მყოფი განყოფილებას, რომელმაც ეს ინფორმაცია ისე გასცა, რომ პერსონალური ინფორმაცია არ დაიცვა, რაც კანონდარღვევა იყო”, – უთხრეს “მოზაიკას”.
წყაროს თქმით, დაჯარიმების მიზეზი იურიდიული სამსახურის უფროსის არაკომპეტენტურობაა, რის შედეგადაც ბიუჯეტს 500-ლარიანი ზარალი მიადგა.
დატოვეთ კომენტარი