ახალი ამბები

გორის 2 საკალათბურთო გუნდი “NBA junior”-ის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას

გორის 2 საკალათბურთო გუბნდი,  “ივერიონი 1-clippers” და “ივერიონი 2-Portland Trail Blaz”, “NBA junior”-ის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, 2023 წლის ტურნირში მთელი ქვეყნის მასშტაბით 136 გუნდი დარეგისტრირდა, ჩემპიონატში 2000-მდე 12 წლამდე ასაკის კალათბურთელია ჩართული.

აღნიშნული ტურნირი საქართველოში კალთბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მეშვიდედ ტარდება და მისი მხარდამჭერი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) და ამერიკის საელჩოა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი