ახალი ამბები

ხაშურის მერიას 5 ახალი თანამშრომელი ჰყავს

ხაშურის მერიას 5 ახალი თანამშრომელი ჰყავს.

როგორც “მოზაიკას” უწყებაში განუმარტეს, ისინი ადმინისტრაციული, ზედამხვედველობის, ინფრასტრუქტურის და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურებში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე დაინიშნენ. 

  • ადმინისტრაციული სამსახური: ლიკუნა ლალუაშვილი და მაია ჩაჩანიძე;
  • ზედმახვედველობის სამსახური: გიორგი ლომიძე;
  • ინფრასტრუქტური სამსახური: მიხეილ კაპანაძე;
  • საფინანსო საბიუჯეტო სამსახური: ვახტანგ ლომსაძე.

“მათი შერჩევა კონკურსის წესით მოხდა. თანამშრომლები კი, რომლებიც მათ დანიშვნამდე მუშაობდნენ, კერძო სექტორში გადავიდნენ სამუშაოდ”, – გვითხრა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო სუხიაშვილმა.

“მოზაიკას” ინფორმაციით, ლიკუნა ლალუაშვილი აქამდე ხაშურის საკრებულოს თავჯდომარის მდივანი იყო. გიორგი ლომიძე კი ხალების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგნელად მუშაობდა. რაც შეეხება მაია ჩაჩანიძეს, ის საბავშო ბაღების გაერთიანების, შესყიდვების სამსახურის თანამშრომელი იყო. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი