ხაშურში, მსოფლიო ჩემპიონის ბინის ქურდობის ფაქტზე, პოლიციამ კამერების ჩანაწერები ამოიღო – ამ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი ზაზა მეხრიშვილი ავრცელებს.
მეხრიშვილი მოქალაქეებს გამოძიებაში დახმარებისკენაც მოუწოდებს.
“თუ ვინმემ რაიმე საეჭვო შენიშნეთ გუშინ, 21 რიცხვში, საღამოს 8 საათიდან 10 საათამდე, ძველ სპორტსოლასთან, სასეირნო ბაღის წინ, ტაბიძის ქუჩაზე, გთხოვთ, გაიხსენოთ და მომაწოდოთ ინფორმაცია ან მე ან პოლიციას”, – წერს მეხრიშვილი.
“მოზაიკას” ინფორმაციით, ლუკა მაისურაძის სახლიდან წაღებულია ფული და ძვირფასი ნივთები.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
დატოვეთ კომენტარი