ახალი ამბები

გორის N8 და ურბნისის სკოლების მოსწავლეებმა მობილური აპლიკაცია “პლანტარია” შექმნეს

გორის N8 და ურბნისის საჯარო სკოლების გოგონების გუნდმა “ეფსილიონმა” მობილური აპლიკაცია “პლანტარია” შექმნეს.

აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია მცენარის დაზიანებული ნაწილის დასკანერება და მისი დაავადების დადგენა – ინფორმაცის მიღება დაავადების და მკურნალობის მეთოდების შესახებ.

გოგონებმა აპლიკაცია “Technovation girls 2023”-ის ფარგლებში შექმნეს, სადაც მათი პროექტი 3 საუკეთესოთა შორის შეირჩა და ნახევარფინალში გადავიდა. მომდევნო ეტაპზე გოგონები პროექტს საერთაშორისო დონეზე წარადგენენ გამარჯვებული გუნდი კალიფორნიაში გაემგზავრება.

გოგონათა გუნდი “ეფსილიონი” შემადგენლობაში არიან: 

  • ნია ინდუაშვილი;
  • მარიამ ბალახაძე;
  • ანანო გივიაშვილი;
  • მართა ჩიტუაშვილი;
  • ლიზი ედიშერაშვილი.
დატოვეთ კომენტარი