ახალი ამბები

გორის N11 საჯარო სკოლის მოსწავლეები “ბოლო ზარს” წელსაც სხვა სკოლაში აღნიშნავენ

გორის N11 საჯარო სკოლის მოსწავლეები “ბოლო ზარს” წელსაც სხვა სკოლაში აღნიშნავენ, – მიზეზი სკოლის შენობის მშენებლობის გაჭიანურებაა. 

აღნიშნული სკოლის შენობის დემონტაჟი გასული წლის სექტემბერში დაიწყო. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორს, ნანა ტერმაკოზაშვილს სკოლის მშენებლობის დაწყების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

მისი თქმით, სამუშაოებს  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრატრუქტურის განვითარების სააგეტნოს ტენდერში გამარჯვებული კომპანია უნდა ასრულებდეს. 

“ბოლოს, როგორც ვიცი, საძირკველი იყო დაწყებული და ახლა არ ვიცი, რა მდგომარეობაა. მე მგონი, რაღაც ვადა შეეცვალა კონტრაქტორ კომპანიას. ტენდერი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა”, – გვითხრა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

ინფორმაციისთვის, გორის მე-11 სკოლის დემონტაჟის სამუშაოები კომპანიამ შპს “ენენ ჯგუფი“ დაიწყო, ამავე კომპანიამ უნდა ააშენოს ახალი შენობაც, თუმცა დემონტაჟიდან 8 თვის შემდეგ, ტეროტორიაზე მხოლოდ საძირკველია ამოყვანილი. 

დატოვეთ კომენტარი