ახალი ამბები

გორის მერის კონსულტანტი კულტურული ძეგლების დარგში მალხაზ ლალებაშვილი იქნება

გორის მერის კონსულტანტი კულტურული მემკვიდრეობის დარგში მალხაზ ლალებაშვილი იქნება. “მოზაიკას” ინფორმაციით, ლალებაშვილმა ამ პოსტზე მუშაობა უკვე დაიწყო. 

ლალებაშვილი გორის მერიის ყოფილი თანამშრომელია. ის გახარიას პრემიერ მინისტრობის დროს, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის უფროსი იყო. “ქართული ოცნებიდან” გახარიას წავლის შემდეგ კი, მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

ახლა ლალებაშვილი უწყების ახალი შტატგარეშე თანამშრომელია და როგორც მერიის განკარგულებიდანაა ცნობილი, მან ვლადიმერ ხინჩეგაშვილს კონსულტაციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არქიტექტურულ, კულტურულ და არქეოლოგიურ ობიექტებთან დაკავშირებით უნდა გაუწიოს. 

კონსულტანტის აყვანის ნებართვა გორის მერიამ საკრებულოს ერთი თვის წინ სთხოვა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გვანცა დოლუაშვილი

გვანცა არის "მოზაიკას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი.