ახალი ამბები

ხაშურის მერიამ იურიდიული სამსახურის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა 

ხაშურის მერიამ იურიდიული სამსახურის თანამშრომელი ირინე ფერაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. 

ფაქტი “მოზაიკას” ფერაძემ დაუდასტურა და თუ უთხრა, რომ თავს უკანონობის მსხვერპლად მიიჩნევს. 

“სამწუხაროდ გამათავისუფლეს არაფრის გამო. უკანონობის მსხვერპლი აღმოვჩნდი და გაურკვევლობის”, – გვითხრა ირინე ფერაძემ. 

გავრცელებული ინფორმაციით, მისი გათავისუფლება სამსახურის უფროსის, დავით ღვალაძის და მერის მოადილის, ზვიად ქურდაძის ჩართულობით მოხდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი