ახალი ამბები

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებმა მუზეუმის საერთაშორისო დღე აღნიშნეს 

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებმა მუზეუმის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნეს. 

მაგალითად, კასპში, სწორედ დღევანდელ დღეს დაამთვხვიეს  გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში „საგაზაფხულო გამოფენა“ გახსნა, სადაც  ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვრების, ელენე ბარნოვის, მარიამ ნონიაშვილს, დადუნა ჯავახიშვილისა და ანა ბერიანიძის ნამუშევრები გამოიფინა.

ამის პარალელურად, სასირეთის გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმში გენერლის საოჯახო ალბომიდან ფოტოსურათების გამოფენა მოეწყო. ასევე, გამოიფინა სასირეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის მარიამ დავითაშვილის ნამუშევრები და ადგილობრივი მოსახლეობის ხელნაკეთი ნივთები.

ხაშურში დღეიდან სამუზეუმო კვირეული დაიწყო. დღევანდელი დღის ერთ-ერთი ღონისძიება კი “ჩემი ფავორიტი სამუზეუმო ექსპონანტი” იყო. გარდა ამისა, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში ჩატარდა ლექცია თემაზე “ერთი ოჯახის ისტორია-ცაგურიები“.

ქარელმა დღევანდელი დღე მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, სკოლის მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური შეჯიბრით აღნიშნა. 

რაც შეეხება გორს, აქ მუზეუმის საერთაშორისო დღე სერგი მაკალათიას  სახელობის გორის ეთნოგრაფიული მუზეუმში დაგეგმილი აქტივობებით აღინიშნა.  მუზეუმში ღია კარის დღე, დილის 10:00 საათიდან დაიწყო.

მოგვიანებით კი, დამთვარლიერებს ჰერბარიუმი მუზეუმის ფონდში დაცული იმ ექსპონანტების დათვალიერება შეეძლოთ, რომლებიც შიდა ქართლის ბიომრავალფეროვნებას ადასტურებენ. 

ღონისძიებებში ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ – მათ ჯერ მუზეუმის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს, შემდეგ კი ყვავილების გამოფენა-გაყდვა მოაწყეს. 

დაკსვნითი ღონისძიება კი კონცერტი იყო, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ. 

ინფორმაციისთვის, მუზეუმის საერთაშორისო დღე 1997 წლიდან, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს, ICOM-ის გადაწყვეტილებით, მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ღონისძიების მთავარი მიზანი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მუზეუმების მნიშვნელობის წარმოჩენაა, როგორც პლატფორმის, რომელიც კულტურული ცხოვრების გამდიდრებას, ხალხთა შორის კომუნიკაციას, კულტურათა გაცვლას და მშვიდობიანი საზოგადოების ფორმირებას უწყობს ხელს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.