ახალი ამბები

მდინარე აგარაშიც ადიდდა და საძოვრები დატბორა – მერია ნაპირსამაგრ სამუშაობს ვერ იწყებს

მდინარე აგარაშიც ადიდდა. ტერიტორიული ორგანოს წარმომდგენლის თქმით, დატბორილია საძოვრები. 

“ადიდდა მდინარე ფციულა და გადმოვიდა საძოვრებზე. ფაქტის შესახებ ინფორმირებულები ვართ. დღესაც სამჯერ ვიყავით ადგილზე გასულები, ამ ეტაპზე ნაპირის გამაგრების სამუშაოებს ვერ შევასრულებთ მდინარე ძაალიან არის ადიდებული, თუმცა უნდა ითქვას. რომ მოსახლეობას საფთხე არ ექნებათ, რადგან ადგილი, სადაც წყალი გადმოდის, მხოლოდ საძოვრებია”, – გვითხრა თემურ ხმალაძემ. 

დატბორილ მონაკვეთში, ორი მდინარე, ფციულა და ფრონე ერთვის ერთმანეთს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი