ახალი ამბები

36 წლის მამაკაცაცი ოკუპანტებმა იმ დროს გაიტაცეს, როცა ნაკვეთს ამუშავებდა – ქაცარავა 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ რუსმა ოკუპანტებმა 36 წლის გიორგი მეგრელიშვილი იმ დროს გაიტაცეს, როცა ის საკუთარ მიწის ნაკვეთში, ტრაქტორით მუშაობდა. 

“როგორც აღმოჩნდა, ოკუპანტებმა 36 წლის გიორგი მეგრელიშვილი გაიტაცეს მაშინ, როდესაც იგი ტრაქტორით ამუშავებდა ზემო ხვითში მინდვრებს. ჩასაფრება მოხდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და როგორც შედეგი, ოკუპანტებმა გაიტაცეს გიორგი მეგრელიშვილი სავარაუდოდ ცხინვალის მიმართულებით. ამ ინფორმაციას გვაწვდიან ადგილობრივი მაცხოვრებლები”, – ამბობს დავით ქაცარავა. 

გიორგი მეგრელიშვილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მისი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. 

ინფორმაციისთვის, რუსმა ოკუპანტებმა ბოლო დღეებში განმავლობაში უკვე ორი მოქალაქე დააკავეს უკანონოდ. ერთი მათგანი რამდენიმე დღის წინ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან წაიყვანეს. მისი საქართველოს კონტროლირებად ტერიტირიაზე გადმოყვანა მეორე დღეს მოხერხდა. ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.